- Advertisement -

გიგი წერეთელი: გაუთქმელობის პრინციპი არ უნდა იყოს მარტო პროკურატურის დისკრეცია

619

ფრაქცია ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე გიგი წერეთელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანას მხარს უჭერს. 

"ბოლო პერიოდის გახმაურებულმა საქმეებმა, განსაკუთრებით კი ეს გამოჩნდა ე.წ ციანიდის საქმეზე, როცა ხშირად იყო ნახსენები გაუთქმელობის პრინციპი, აჩვენა რომ ამით თითქოს საინტერესო ფაქტები დაიმალა ან არ გახმაურდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით საჭიროა კანონის დახვეწა იმისთვის, რომ გაუთქმელობის პრინციპი არ იყოს მხოლოდ პროკურატურის დისკრეცია ამ შემთხვევაში და არ ხდებოდეს გამოყენება სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია ამ ყველაფრის მოდერნიზება და არსებობს წინადადებებიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ განსახილველი საკითხია’’,-განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისათვის, "ნაციონალური მოძრაობა" ახალი ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვითაც სისხლის საპროცესო კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს და დაცვის მხარის უფლებები გაიზარდოს, რათა მხარეთა თანასწორობა დაცული იყოს.

Comments
Loading...