- Advertisement -

გივი სანიკიძე: დენის ტარიფის გადახედვა ცალსახად დღის წესრიგში დგას

441

ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორის გივი სანიკიძის განცხადებით დენის ტარიფის გადახედვა დღის წესრიგში დგას. მისი თქმით, "სემეკმა" "თელასის" განცხადება უნდა შეისწავლოს და მიმდინარე წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი სამომხმარებლო ტარიფი.

„ტარიფის გადახედვა ცალსახად დღის წესრიგში დგას, იმიტომ, რომ სატარიფო განაცხადები შემოსულია. დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება, დაიწყება ანალიზი შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების და როდესაც დასრულდება ეს ანალიზი, შემდეგ უკვე მოხდება შესაბამისი დადგენილებისთვის სხდომაზე გატანა აღნიშნული საკითხის. სავარაუდოდ, ეს იქნება წლის ბოლოს, იმიტომ, რომ "თელასის" ტარიფი მოქმედებს მიმდინარე წლის ბოლომდე და 2018 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ახალი სამომხმარებლო ტარიფი," – განაცხადა გივი სანიკიძემ. 

Comments
Loading...