- Advertisement -

გიორგაძე: პრემიერი ბოლომდე ცდილობდა, ძალიან კონსტრუქციულად გაეცა პასუხი ყველა კითხვაზე

306

"პრემიერი ბოლომდე ცდილობდა, რომ ძალიან კონსტრუქციულად გაეცა პასუხი ყველა კითხვაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პასუხი არავის აინტერესებდა", – ამის შესახებ ჟურნალისტებთან კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ნათელი იყო. პრემიერი ბოლომდე ცდილობდა, რომ ძალიან კონსტრუქციულად გაეცა პასუხი ყველა კითხვაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პასუხი არავის აინტერესებდა სინამდვილეში. იყო უაღრესად აგრესიული და პროვოკაციული ქმედება და რიტორიკა. რაც მოხდა იმაზე, პრემიერმა შესაბამისი განცხადება გააკეთა. რა თქმა უნდა, კარგი არ იყო რაც მოხდა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ სინამდვილეში პასუხი არავის აინტერესებს. ეს ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ ასეთი რამ მომხდარიყო”, – განაცხადა გიორგაძემ.

Comments
Loading...