პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებელია შესაძლო ორგანიზებისა და პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ისაუბრა.
"ვიხილეთ ძალიან სამწუხარო ფაქტები და ვფიქრობ, ამ პერიოდში პოლიციის მოქმედება იყო მაქსიმალურად პროპორციული და იმ პოლიციელების მოქმედების შედეგად, რომლებზეც უშუალოდ ხდებოდა თავდასხმა, ჩვენ თავიდან ავიცილეთ მნიშვნელოვანი დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს სრულფასოვანი მოკვლევა, სრულფასოვანი გამოძიება შესაძლო ორგანიზებასთან, პოტენციურ შემსრულებლებთან დაკავშირებით და ყველა დაისაჯოს უმკაცრესად",-განცხადა გიორგი აბაშიშვილმა.