- Advertisement -

გიორგი აბაშიშვილი: ყველაფრის პრეზიდენტზე გადაბრალებამ ტენდენციის სახე მიიღო

557

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით კონსულტაციების გზით პრეზიდენტი სხვადასხვა სუბიექტს საკონსტიტუციო კომისიის დატოვებისკენ მოუწოდებდა.

აბაშიშვილმა განცხადება ეჭვიანობად და კონსპირაციად შეაფასა.

"პოლიტიკურ თვითიზოლაციას ახასიათებს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი და ეს არის მიდრეკილება შეთქმულების თეორიებისკენ. ზოგადად, როდესაც ხდება წყვეტა საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ხდება ჩაკეტვა ვიწრო წრეში და სივრცეში, ამ დროს აქვს ადგილი სხვადასხვა კონსპირაციებსა და ეჭვიანობას.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან გამოკვეთილი ტენდენციის სახე მიიღო ყველაფრის გადაბრალებამ საქართველოს პრეზიდენტზე. მაგრამ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბუნებაში არსებობენ ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და არა აუცილებლად ვინმეს კარნახით. ცხადია, ასეთი ადამიანები არიან პოლიტიკაშიც, არასამთავრობო სექტორშიც, საზოგადოებაშიც და ა.შ",- განმარტა აბაშიშვილმა. 

Comments
Loading...