- Advertisement -

გიორგი ახვლედიანი: დანაშაულებრივი პროცესები მეორე არხზე “ბრიფინგების დროის” დახურვით იწყება

945

"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" 15 კვალიფიციური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო აქციას მართავს. ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის რეფორმებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, მეორე არხზე გადაცემა "ბრიფინგების დრო" იხურება.

"15 კვალიფიციური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეიკრიბა ერთი კონკრეტული მიზეზით, იმის გამო რომ დღეს დაიწყო "საზოგადოებრივ მაუწყებელში" დანაშაულებრივი რეფორმის გატარება, რომელიც ამ ტელევიზიაში ხელისუფლების მიერ ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ დაანონსა, რომელიც გულისხმობს პრაქტკულად საზოგადოებრივი მაუწყებლის განადგურებას, აქედან თანამშრომლების გამოყრას, გაჩერებას და საზოგადოებისთვის ამ არხის წართევას.

რეალურად რომ ვთქვათ, საზოგადორბივ მაუწყებელზე იწყება დანაშაულებრივი პროცესები და იწყება ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხით, კონკრეტულად კი "ბრიფინგების დროის" გაჩერებით.

ეს არის პროექტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შვიდი წლის განმავლობაში აძლევდა საშალებას, ყოველგვარი ამოგლეჯილი კონტექტსტისა და მონტაჟის გარეშე ეურთიერთობა საკუთარ ამომრჩეველთან, მეორე არხი თვენახევარი საერთოდ შეცვლის ფუნქციონირებას და ყველა პოლიტიკურ თოქ შოუბ და გადაცემა გაუქმდება და ადამიანები დარჩებიან სამსახურის გარეშე",-განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

Comments
Loading...