- Advertisement -

გიორგი ბარამიძე: მეუფე იაკობმა ივანიშვილის რეჟიმი ამხილა

8

“უმძიმესი ბრალდებები გააჟღერა მეუფე იაკობმა. ფაქტობრივად მან ამხილა ივანიშვილის რეჟიმი. გვინდა რომ გამოძიება ჩატარდეს და ალბათ მაშინ ჩატარდება, როდესაც ეს რეჟიმი შეიცვლება. იმისათვის, რომ დადგინდეს ვინ, რა როლი მიუძღვის ამ ძალიან საშიშ ქმედებაში,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და “ზოგიერთი ბიზნესმენი”, მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.
The post გიორგი ბარამიძე: მეუფე იაკობმა ივანიშვილის რეჟიმი ამხილა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...