- Advertisement -

გიორგი ბარამიძე: საქართველოდან უიმედობის გამო გაქცეული ადამიანების რიცხვი გაიზარდა

43

გიორგი ბარამიძის თქმით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობისადმი მიცემული დაპირებები არ შეასრულა, არამედ პირიქით, უიმედობის გამო, ქვეყნიდან გასული ადამიანების რიცხვი გაიზარდა.
“დაპირებები, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, ცხადია რომ არ შესრულდა ამ ხნის განმავლობაში. ეს იყო ამ ადამიანის, ამ თაღლითის ტრიუკი, როდესაც მას ეგონა რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მას გასდიოდა ეს ტრიუკები, ერთის მხრივ, ბრალდებები ოპონენტების და დაპირებები რომ მე ასეთი ქველმოქმედი ვარ ამას და ამას გავაკეთებ.
მან თქვა რომ: ყველას ექნება სამუშაო, ტარიფები განახევრდება, სხვადასხვა ადგილებში, მაგალითად ურკეში უფასო სოლარიუმი იქნება, უფასო ფული გექნებათ, პენსიები გაიზრდება, იქნება კარგი ცხოვრება, დემოკრატიაც შესანიშნავნი იქნება და ეკონომიკურად სახელმწიფო წელში გაიმართება…
ამ ხნის განმავლობაში გაიზარდა სიღარიბე, გაიზარდა უმუშევრობა, გაიზარდა ფასები, ინფლაცია, კიდევ უფრო მეტად ჩამოიქცა ლარი, ამის გამო, კიდევ უფრო მეტად მძიმე მდგოამრეობაში ჩავარდა ჩვენი ხალხი. უიმედობის გამო საქართველოდან გაქცეული ადამიანების რიცხვი გაზიარდა.”,-ამბობს ბარამიძე.
The post გიორგი ბარამიძე: საქართველოდან უიმედობის გამო გაქცეული ადამიანების რიცხვი გაიზარდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...