- Advertisement -

გიორგი გახარია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა

11

მთავრობის მეთაურმა უმთავრეს გამოწვევებად სამუშაო ადგილები, განათლება და ქვეყნის უსაფრთხოება დაასახელა და აღნიშნა, რომ უპირველესი პრიორიტეტი სწორედ ამ სირთულეებთან გამკლავებაა.
გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულების ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.
„ამ ნაწილში თქვენ, თქვენი განათლებით და კომპეტენციით, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგიძლიათ. მთავარია, როგორ მოვახერხოთ თქვენი ცოდნის გამოყენება დღეს, პრაგმატულად, იმისთვის, რომ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ გამოწვევებს ვუპასუხოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში განათლების საერთაშორისო ცენტრის 50-მდე სტიპენდიანტი მონაწილეობდა.
 
The post გიორგი გახარია განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...