- Advertisement -

გიორგი გახარია: ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შინაარსობრივი და საქმიანი იქნებოდა

592

"გულწრფელად მინდა გიხრათ, რომ მქონდა მოლოდინი უფრო ობიექტური და შინარსობრივი ტექსტის",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ეკონომიკაში პოზიტიურ ტენდენციებზც ისაუბრა მისი გამოსვლა საქმეს და შინაარს მოკლებული იყო.

"ბევრ თემაზე იყო საუბარი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, კარგი იქნებოდა რომ ტექსტი უფრო შინაარსობრივი და საქმესთან ახლოს ყოფილიყო.
მიუხედავდა იმისა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნა პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ეკონომიკაში გვაქვს და რეფორმები, რომელსაც ვატარებთ. თუმცა, საერთო ჯამში ველოდით უფრო შინაარსობრივ ტექსტს",- აღნიშნა გახარიამ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, იყო თუ არა პრეზიდენტი მოხსენების ტექსტი მთავრობის წევრების გადაწყვეტილების მიზეზი, რომ დებატები დაეტოვებინათ, გახარიამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ეს მიზეზიცაა.

"მთავრობის წევრებს წასვლის მიზეზი მათ შორის, პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტიცაა",- აღნიშნა მინისტრმა.

Comments
Loading...