- Advertisement -

გიორგი გახარია: მადლობა მაშველებს მამაცობისთვის, 100 ადამიანია გადარჩენილი

418

შინაგან საქმეთა მინისტრმა ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო გარდაცვალებულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარებს, რაც სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდართან დაკავშრებით გამოძიება უნდა იყოს სწრაფი და ობიექტური.

მან ამასთან, მადლობა გადაუხადა მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც 100 ადამიანი გადაარჩინეს.

"რა თქმა უნდა პირველ რიგში სამძიმარი მათ ოჯახებს. გვყავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებეში 19 ადამიანი. მათი მდგომარეობა დამაიმედებელია. პირველი მოკვლევით, ხანძრის კერა იყო მე-4 სართულზე. სამწუხაროდ დაკვამლიანება მოხდა ერთადერთ დერეფანში. ხალხი იქნა ბლოკირებული მე-7 სართულზე. მადლობა მინდა გადავუხადო მაშველებს, რამეთუ მათი მამაცი საქციელის გამო შევძელით ადამიანების მოხსნა მე-7 სართულის ვერანდიდან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბათუმის პორტს, რომელიც ტექნიკით დაგვეხმარა იმისთვის, რომ ეს ადამიანები გვეხსნა განსაცდელიდან, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მე-7 სართულზე.

დღეის მდგომარეობით შეიძლება ვთქვათ, რომ გადარჩენილია 100 ადამიანი.

მოგეხსენებათ პროკურატურამ დაიწყო მუშაობა. საქმე გადაკვალიფიცირდა 243-ე მუხლით, რაც ნიშნავს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. რა თქმა უნდა უფრო დეტალური ინფორმაციისთვის უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, რომელიც უნდა იყოს ძალიან ობიექტური და ძალიან სწრაფი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი", – აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

Comments
Loading...