- Advertisement -

გიორგი გახარია შემოსავლების სამსახურს: არც ერთი შეცდომა არ ეპატიებათ, ლიმიტი დამთავრდა

26

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ფინანსთა სამინიტროს ეფექტური მუშაობის მნიშვნელობას და უწყების წარმომადგენლებს, მათ შორის შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს პრობლემური საკითების გადაჭრის კონკრეტული გზების წარმოსადგენად ორი კვირის ვადა მისცა.
„შემოსავლების სამსახურს, თავისი საბაჟოთი, არც ერთი შეცდომა არ ეპატიება. პირდაპირ გეუბნებით, ლიმიტი დამთავრდა. ბიუჯეტის შევსება, ხაზინა, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ადგილობრივი ხელისუფლების ხარჯვით ნაწილთან და ამის კონტროლი, საბაჟო და შემოსავლების სამსახური, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ იცოდეთ, უდიდესი ყურადღების ქვეშ იქნებით“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს.
შეხვედრაში ფინანსთა მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და უწყების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
The post გიორგი გახარია შემოსავლების სამსახურს: არც ერთი შეცდომა არ ეპატიებათ, ლიმიტი დამთავრდა appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...