- Advertisement -

გიორგი გუგავა: მეუფე პეტრე “ნაცმოძრაობასთან” იყო დაკავშირებული

7

“მეუფე პეტრე აფილირებული იყო ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე ბევრი იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გარკვეული პერიოდი და პირდაპირ ამბიონებიდან ქადაგებდნენ, მარტო ის არ იყო.
ბევრი იყო ასეთი. ბატონი ნუგზარ წიკლაური ამას არ დააასტურებს, ბუნებრივია. მეტსაც გეტყვით, ეს საზოგადოდ ცნობილია, ისევე როგორც მეუფეებს, პირდაპირ დაველება მისცეს რომ “ქართული ოცნების” მაისურები გადაეცვათ და მღვდლებს ასე ერბინათ ქუჩებში სამარცხვინოდ”,-ამბობს გუგავა.
აღნიშნული მოსაზრება უარყო, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა და განცხადა:
“არ არსებობს ამის არანაირი ფაქტი, პოლიტიკური აფილირება გამორიცხულია. ხაზგასმით ვამბობ არნაირი პოლიტიკური მოკავშირე არ ყოფილა ეს ადამიანი”
The post გიორგი გუგავა: მეუფე პეტრე “ნაცმოძრაობასთან” იყო დაკავშირებული appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...