- Advertisement -

გიორგი გუგავა ტყიბულის ტრაგედიაზე: ოლიგარქია კლავს!

413

ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა სოციალურ ქსელში წერს.

"ტყიბულის მაღაროში დატრიალებული უბედურება ყველაზე მძაფრი და ტრაგიკული გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც მმართველ ოლიგარქიას გააჩნია ადამიანების მიმართ.არამხოლოდ მაღაროებში ან მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფით არამედ, როდესაც მოქალაქეებს ართმევენ განათლების უფლებას, როდესაც გიძვირებენ მედიკამენტებს, პროდუქტებს, საწვავს, ტარიფებს და ა.შ.

როდესაც გაიძულებენ მონურ შრომას, როდესაც ითვესებენ ეროვნულ სიმდიდრეს, როდესაც ანადგურებენ სასიცოცხლო გარემოს, როდესაც ძარცვავენ ბიუჯეტს (თქვენ ფულს), როდესაც გართმევენ მართლმსაჯულებას, როდესაც გაიძულებენ ქვეყნიდან გაიქცეთ და ა.შ. მაშინ თქვენ გწირავენ სასიკვდილოდ, რადგანაც,მათვის ადამიანი არა უმაღლესი სულიერი სუბსტანცია და არა თანასწორი მოქალაქეა, არამედ საწარმოო საშუალება, ან მონა-მოსამსახურე სუბიექტი, ან საარჩევნო სტატისტიკური ერთეული.

ოლიგარქია კლავს!" – წერს გიორგი გუგავა Facebook-ში.

Comments
Loading...