- Advertisement -

გიორგი ერმაკოვი: ტერიტორიის გაწმენდა ყველა ღონის ამოწურვის შემდეგ მოხდა

1, 149

ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეების დაშლამდე ხელისიფლებამ მათ არა ერთხელ მოუწოდა შეეწყვიტათ ვანდალური ქმედებები. როგორც ერმაკოვი რუსთავი 2-თან აცხადებს, მათი დაშლა მხოლოდ ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ მოხდა. 

"არა ერთი მიმართვის მიუხედავად მეც, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც, დეპუტატები მივმართავდით , მოვუწოდებდით ამ აჟიტირებულ ნაწილს შეეწყვიტათ ვანდალური ქმდებები. როცა ყველა ღონე იქნა ამოწურული და ყველა ზომა იქნა მიღებული, ამის შემდეგ მოხდა გაწმენდა ამ ტერიტორიის",-განაცხადა გიორგი ერმაკოვმა. 

Comments
Loading...