- Advertisement -

გიორგი ვაშაძე ნიუ-ორკში გამართულ სამიტზე მომხსენებლად გამოვიდა

1,028

„გიორგი ვაშაძე-ახალი საქართველოს“ ლიდერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, დაესწრნენ დელეგატები მთელი მსოფლიოდან, წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„ვისაუბრეთ იმ თანამედროვე და ინოვაციური რეფორმების შესახებ, რომელიც „ინოვაციებისა და განვითარების ფონდს“ აქვს გატარებული და რომლის განხორციელებასაც შემდგომში გეგმავს. განვიხილეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვა და ელექტრონული მმართველობის უპირატესობები. თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან განვითარებადი ქვეყნები და როგორია ტექნოლოგიების როლი, ქალაქების ტრანსფორმაციის საკითხში. სამიტის მონაწილეებს, მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, საქართველოში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ. ისეთი როგორიცაა იუსტიციის სახლები და მრავალი სხვა. „- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, კონფერენციაზე, გიორგი ვაშაძემ, დელეგატებს გაუზიარა გამოცდილება მსფოლიოს სხვადასხვა კუთხეში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი, ზვიად შამათავა.

შეგახსენებთ, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“ მსფოლიო რეიტინგის მასშტაბით, შედის იმ სამ კომპანიას შორის, რომელსაც აქვს მსგავსი ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილება საჯარო სექტორში. ამ დროისთვის, ფონდი პარალელურ რეჟიმში ათ სხვადასხვა პროექტზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება.

Comments
Loading...