- Advertisement -

გიორგი ვაშაძე: სამარცხვინოა, რომ “ოცნება” ოპოზიციასთან საუბარს გაურბის

397

"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" კონსტიტუციასთან მიმართებაში თავის დესტრუქციულ პოზიციას აგრძელებს.

ვაშაძის თქმით, "ოცნების" თვითმიზანია, რომ გაიფორმოს ავტორიტარიზმი საკონსტიტუციო ცვლილებებით. ამის შესახებ ვაშაძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით ხვდება.

"ის არღვევს ყველა მოლაპარაკებას, რომელიც აწარმოა ვენეციის კომისიასთან და ახლა უნდა ჩაითრიოს ამ პროცესში საქართველოს პრეზიდენტი. ვფიქრობ, ოპოზიცია პრინციპული უნდა იყოს. თუ "ქართული ოცნება" კომპრომისზე არ მიდის, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აპირებენ ხელისუფლების უზურპაციას. შეხვედრაზე მოვისმენთ პრეზიდენტის არგუმენტებს. სამარცხვინა, რომ "ქართული ოცნება" გაურბის ოპოზიციასთან ლაპარაკს. ეშინია? თუ არგუმენტი აღარ დარჩა და ამით რაღაცას გადაწყვეტს. ეს არის მხდალი, მშიშარა პარლამენტარების პოზიცია და სხვა არაფერი",- განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტმა უმრავლესობას და ოპოზიციას კონსულტაციები მას შემდეგ შესთავაზა, რაც პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

Comments
Loading...