- Advertisement -

გიორგი ვოლსკი: გარკვეული ჯგუფები მიწის საკითხთან დაკავშირებით სპეკულირებენ

1,029

"საზოგადოება ამ პაექრობის რაღაც ეპიზოდებს აქტიურ ყურადღებას უთმობს, რაც მედიაში შუქდება. ცოცხალი შეხვედრები უფრო პროდუქტიულია",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთ საკონსტიტუციო განხილვას არ აკლდა სიმწვავე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები მიწის და პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი წესია.

"ხშირ შემთხვევაში მწვავე დაპირისპირება პრეზიდენტის არჩევის თემასთან და გაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ხდება. ასევე ბევრი შეკითხვა დარჩა არჩევნების მეთოდთანაც. განსაკუთრებით, მიწების საკითხი აინტერესებს მოსახლეობას და ამ თემაზე ნაკლები ინფორმაცია აქვთ. რას გეგმავს სახელმწიფო. ამით გარკვეულ ჯგუფებს საშუალება ეძლევათ, რომ ისპეკულირონ",- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, სამტრედიაში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა მიმდინარეობს. 

Comments
Loading...