- Advertisement -

გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტმა არაობიექტურობაში გადააჭარბა

513

"მთლიანობაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დღეს საქმე გვქონდა პოლიტიკური ლიდერის გამოსვლასთან, გარკვეული პოლიტიკური ამბიციების და შეხედულებების მქონე ადამიანთან, ვიდრე ადამიანთან, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და უფორ ღრმ,ა ანალიზის მქონე,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ,,აიპრესთან“ მისი განცხადებით პრეზიდენტი აცდენილია რეალობას, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების ლიდერად წარმოიდგენს თავს.

"ორი თემა იყო ჩემთვს საყურადღებო სადაც ის საუბრობდა, რომ საშიშროება გამართლადა რომ უმრავლესობამ გარკვეული პოზიციების თავის თავზე მორგება დაიწყო. რაც, არა თუ არ შეესაბამება სინამდვილეს, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ვფიქრობ საკმაოდ გადააჭარბა პრეზიდენტმა არაობიექტურობაში, როდესაც ისაუბრა ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონზე“ როდესაც მას მოსმენების ე. წ კანონი უწოდა.

მე ვფიქრობ საკმაოდ დიდი აცდენაა რეალობასთან, რასაც ქვია საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შეფასება, როდესაც მან თავი ა ამ პროცესის ლიდერად წარმოიდგინა, როცა ეს საკნაონმდებლო ორგანოს ფუნქცია მოვალეობაა და ამასთან დაკავშირებით, თუმრე შენიშვნებიც ჰქონია, რომ მან შესთავაზა პოლიტიკურ სპექტრს კონსულტაციები და მხარდაჭერა ვერ მიიღო. არაადეკვატურ შეფასებას არაადეკვატური ქმედებებიც არ უნდა მივაყოლოთ. არის საკითხები რომელზეც მან სწორი აქცენტები გააკეთა,“-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ "აიპრესთან".

Comments
Loading...