- Advertisement -

გიორგი ვოლსკი:  ქაოტურ და სკანდალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს

17

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ  ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლის წინაშე  ბევრი გამოწვევებია.
„სულ მალე არჩევნები იქნება და მოვემზადოთ. რაც შეეხება კითხვას, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავ თუ არა, საერთოდ, არაფერი არასდროს არ უნდა გამორიცხოთ, მაგრამ სახელმწიფოში ამის წინაპირობა არც კანონიერი და არც ემოციური არ არსებობს. ხალხი ელოდება ბიუჯეტს, მდგომარეობის გამოსწორებას და იმას, რომ ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში აქცენტის გადატანა ბიძინა ივანიშვილზე ხდება, მაგრამ ნებისმიერ სისტემაში, ვადამდელი იქნება, შერეული, პროპორციული, თუ 2020 წელს ჩატარებული არჩევნები, უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს, განპირობებული არ არის კონკრეტული პიროვნებებით და არც იმ პროგრამებით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნისთვის აკეთებს, ეს არის გარკვეული დამოკიდებულება საზოგადოების, როგორც ჩვენს მიმართ, ასევე იმ კოალიციის მიმართ, რომელიც ახლა ქუჩაში სპონტანურად შეიქმნა.
„მათ მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია, ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდეთ და ჩვენი დასკვნები და დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ 2020 წელს არჩევნების დროს გამოვხატოთ”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
 
The post გიორგი ვოლსკი:  ქაოტურ და სკანდალურ ვითარებაში არჩევნების ჩატარება ცუდ შედეგს მოგვიტანს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...