- Advertisement -

გიორგი კაკაურიძე: ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავრი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა

786

''ჩვენი ქვეყნის წინაშე მთავრი გამოწვევა არის მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა" – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაუროძემ განაცხადა.

კაკაურიძის თქმით, ამას ემსახურება როგორც 2018 წლის ბიუჯეტი, ასევე ის ფისკალური ჩარჩო, რომელიც გასული წლის ბოლოს იქნა პარლამენტში წარმოდგენილი და მიღებული.

"ეს ნიშნავს მიმდინარე ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას და ინფრასტრუქურაზე დამატებითი თანხების გამოყოფას. წარმოდგენილი ბიუჯეტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება, ჯამური ხარჯვითი ნაწილი გვაქვს 12 მილიარდ 430 მილიონი ლარი და აღსანიშნავია, რომ ყველაზე მატად იზრდება ინფრასტრუქტურუს სამინისტროს დაფინანსება და გათვალისიწნებულია იმ პროექტების დაწყება, რომლებიც ჩვენს ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

გადამუშავებულ ვარიანტში დაემატა კომიტეტების შენიშვნები, რომლებიც ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა. მათ შორის სოფლის მეურნეობის მიმრთულებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგო სამუშაოებზე დამეატა დაახლოებით 10 მილიონი, ასევე ნაწილობრივ გათვალისწინებული იქნა განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტეტის მოთხოვნები“–განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, 2018 წლის ბიუეჯტში პენსიის ზრდის რესურსი არ არის, ამიტომ მთავრობა მუშაობს ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე, რომ გაჩნდეს რესურსი სოცალური ხარჯების გასაზრდელად.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი, 2018 წლის ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს წარადგენს.

Comments
Loading...