- Advertisement -

გიორგი კახიანი: არ მქონია ილუზია, რომ ოპოზიცია ცვლილებების მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა

748

"არ მქონია ილუზია, რომ ოპოზიცია ცვლილებების მხარდაჭერას ღიად გამოხატავდა"–აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანის თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები კონსტიტუციის ოთხ დებულებას ეხება. კერძოდ, ცვლილება შედის იმ ფორმატში, რომლის მიხედვითაც ბონუსების სისტემა საერთოდ უქმდება, ასევე ერთჯერადად ხდება ბლოკების არსებობის შესაძლებლობა და საარჩევნო ცვლილების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

"რაც შეეხება ოპოზიციას, ცალკე ყველა ცვლილებას მხარს უჭერენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება არ უჭრდნენ მხარს ბონუსების გაუქმებას, ასევე მხარს უჭერენ საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას, მაგრამ არ მქონია ილუზია, რომ ისინი ამ ცვლილებების მხარდაჭერას ღიად გამოხატავდნენ, გამომდინარე იქედან, რომ მთელი ამ კონსტიტუციური ცვლილების განმავლობაში ვხედავდით დესტრუქციულ დამოკიდებულებას. ასე, რომ არსებითი მნივნელობა არ აქვს მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ ცვლილებებს“, –განაცხადა კახიანმა.

Comments
Loading...