- Advertisement -

გიორგი კახიანი: პრეზიდენტის გამოსვლა ჩემთვის კარგად მოსასმენი იყო

557

 

"ის მესიჯები რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში გაჟღერდა ჩემთვის კარგად მოსასმენი იყო. მან განაცხადა რომ ეს არ არის, ალტერნატიული პროცესი და ამ პროცესიის მიზანი არ არის ალტერნატიული პროექტის შექმნა,“ – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით გიორგი მარგველაშვილი დღევანდელი გამოსვლა კარგად მოსასმენი იყო.

"ეს ემსახურება იმ მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის სახით მიმდინარეობს. ეს თუ ასეა, მე ამას მივესალმები. მინდა მართლა დავუჯერო პრეზიდენტის ამ სიტყვების და ამ პოზიციის ასეთი გულწრფელობით. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი იქნება, პრეზიდენტის მხრიდან თუ მისი წარმომადგენლები მომდევნო სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაში ჩატარდება დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ კომისიის საქმიანობაში. მე ვფიქრობ, მთლიანობაში ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს, იმ მნიშვნელოვან პროცესს რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჰქვია,“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

Comments
Loading...