- Advertisement -

გიორგი კახიანი: უშიშროების საბჭო ეროვნული თავდაცვის საბჭოდ გარდაიქმნება

542

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ უშიშროების საბჭოს საკითხი საკონსტიტუციო კომისიის დღის წესრიგში დგას.

"არის საუბარი იმაზე რომ უშიშროების საბჭოს სტატუსი ხომ არ შეიცვალოს, ან მთლიანად ფორმირება ხომ არ მოხდეს სხვა ერთეულად,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა. 

მისი განმარტებით თავის დროზე როდესაც საბჭოს ფორმირება ხდებოდა, ვენეცის კომისიამ უარყოფითი შეფასება გაუკეთა.

"როგორც მოგეხსენებათ არის საუბარი, რომ უშიშროების საბჭოს გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ. სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ უშიშროების საბჭო იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი დღეს არსებობს თავის დროზე ვენეციის კომისიის მიერაც უარყოფითად იყო შეფასებული.

ვინაიდან უშიშროების საბჭო არსებობს, ყოველთვის მისი წევრები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, ბოლო სხდომებს ესწრებოდა. ამჯერად პარლამენტის თავმჯდომარე გასაგები მიზეზის გამო, დღეს სესიას უძღვება, საბჭოს სხდომას ვერ დაესწრება,“-განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.

Comments
Loading...