- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: ამერიკის სიძლიერით ღრმად ვართ დაინტერესებული

383

 

„ჩვენ ღრმად ვართ დაინტერესებული ამერიკის სიძლიერით. მოხარულები ვიქნებით, ვიხილოთ ძლიერი ამერიკა, რომელიც წინ აღუდგება გლობალურ გამოწვევებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს ვიხე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ნამდვილად გაუჭირდება რუსეთის მხრიდან ჩარევის გაანალიზება. ჩვენი სადაზვერვო საშუალებებით არ გვქონდა საშუალება, დაგვედგინა რუსეთის ჩარევის ნაბიჯები, და ამერიკის ხალხმა თავისი გადაწყვეტილება გააჟღერა პრეზიდენტის არჩევით, ჩვენ ველით უფრო ღრმა პარტნიორობას, აშშ-ს ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...