- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: გვინდა მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ

531

„გვინდა, მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ ამ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება შევა „საგადასხადო კოდექსში“.

„დღეს, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა მოვახდინოთ. ამ მიმართულებით გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მუშაობენ კოორდინირებულად. ჩვენ გვინდა, არა მარტო ეს საგადასხადო სტიმული გვქონდეს ამ მიმართულებით, არამედ გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც, იმისათვის, რომ განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემვკიდრეობის და იერსახის დაცვა, ჩვენ გამოვიყენოთ ამ ტიპის მიკროელექტროსადგურების ინოვაცია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...