- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

547

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.

მხარეებმა ასევე განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერფნის განვითარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.

Comments
Loading...