ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ისევდაისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის. საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო, გარკვეული ზომები იყო მიღებული, მაგრამ მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ.
იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი მიმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ეს ადამიანები იმ სერვისებით უზრუნველყოთ, რომელიც მათ სჭირდებათ“, – განაცხადა პრემიერმა.