- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: პროგრამის “აწარმოე საქართველოში” შედეგებით შეგვიძლია ვიამაყოთ

461

"ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ შედეგებით, რომელიც გვაქვს ამ პროგრამის (აწარმოე საქართველოში) შედეგად",-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სტრუქტურის "აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას და გაძლიერდეს ქართული პროდუქციის წარმოება, მოვიდეს იმ სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომელიც საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გასაძლიერებლად არის საჭირო.

მისი თქმით, ბიზნესის ხელშეწყობა "ქართული ოცნების" სამოქმედო გეგმის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

"სწორედ ამიტომ, დღეს, დღის წესრიგში დგას არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა.

"აწარმოე საქართველოში" მთლიანად არის ორიენტირებული სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო მეწარმოების ხელშეწყობაზე, სამეწარმეო საქმიანობაში მოსახლეობის ჩაბმაზე და დღეს, ჩვენ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ წარმატებაზე, იმ შედეგებზე, რომლებიც პროგრამის ამუშავებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 170-მდე პროექტი და მათი ჯამური ინვესტიიცია 400 მილიონ ლარამდეა. მხოლოდ ამ ინვესტიციების საშუალებით, ჩვენს ქვეყანაში 7000 ზე მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდა. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ამ პროგრამის ფარგლებში 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში დაფინანსდა 20- ზე მეტი პროექტი და ჯამური ინვესტიციების ოდენობა 34 მილიონს შეადგენს. კინოინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია. 

Comments
Loading...