- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი

303

მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი საქართველოში, რასაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ვილნიუსს შორის'', – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლიტვის პრემიერმინისტრთან საულიუს სკვერნელისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

''საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის სივრცის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების პირობებში, მოველით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ ლიტვის მთავრობა საქართველოსათვის ყოველწლიურად გამოყოფს სახელმწიფო სტიპენდიებს და ამჟამად, ლიტვის უმაღლეს სასწავლებლებში 200-ზე მეტი ქართველი სტუდენტი სწავლობს.

''დარწმუნებული ვარ, 200-ვე ახალგაზრდა, რომელიც დაბრუნდება, გახდება ლიტვის კულტურული ელჩი საქართველოში'', – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

Comments
Loading...