- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის ახალ ელჩს შეხვდა

327

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ რუბენ სადოიანთან.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობას. მხარეები მიესალმნენ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ამაზე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებიც მეტყველებს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში, რომელიც 25-26 დეკემბერს შედგება და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება.

გიორგი კვირიკაშვილმა რუბენ სადოიანს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Comments
Loading...