- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: სტიქიას ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით გავუმკლავდებით

377

სტიქიას ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით გავუმკლავდებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერი ბორჯომში სოფელ დაბასი ჩავიდა და ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას.

,,პანიკა არცერთ სიტუაციაში არ ვარგა.ვფიქრობ, რომ ჩვენი ძალებით და დამატებით ჩვენ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების დახმარებით, ჩვენ ამ სტიქიას გავუმკლავდებით, გათენებისთანავე 2 ვეტმფრენი თურქეთიდან შემოგვიერთდება და დიდი თვითმფრინავზეც გვაქვს საუბარი და სავარაუდოდ, გავუმკლავდებით. საერთო ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანი ძალა იქნება. რაც უფრო მალე შემოგვიერთდება ტექნიკა, მით უფრო მალე შევძლებთ. საუბარი უკვე შედგა მთავრობაში. თურქეთს აქვს ტყეების სამინისტრო. მათთან იყო საუბარი და აუცილებლად უთენია შემოგვიერთდება ტექნიკა "-განაცხადა კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...