პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის მთის მიმართულება პრიორიტეტულია.
მისი თქმით, რამდენიმე წელში, საქართველოში ზამთრის სახეობის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარება იგეგმება.
„ამისთვის ყველაფერი გვაქვს. მივდივართ სწორი გზით”, – დასძინა პრემიერმა.
როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკური განვითარების დონიდან გამომდინარე, ქვეყანაში შიდა ტურიზმის დაბალი მაჩვენებელია.
„მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ამ განვითარების დონითაც, ზუსტად იმ ნაბიჯებით, რომელსაც ვახორციელებთ სპეციალური სუბსიდიებით ზამთრის სკოლებზე, არდადეგების გრაფიკების მორგებით და ა.შ. გავზარდოთ ჩვენი მოამავალი თაობის მიერ სასქართველოს ტურისტული კურორტებით სარგებლობის მაჩვენებელი და ეს არის ჩვენი მომავალი თაობის გაჯანსაღება და რა თქმა უნდა ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი ზრდა მათთვის“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, სამთო კურორტებზე გენერალური დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობს – სამთო გიდებისთვის, ტრენერებისთვის სკოლების სისტემის განვითარება, სამთო-სათხილამურო სკოლების ქსელის განვითრება, ზამთრის არდადეგების მცოცავი გრაფიკის შექმნა.