- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას

532

ჩვენ მხარს ვუჭერთ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და უარვყოფთ ცალმხრივ ქმედებებს, – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ ''ტვიტერში''.

''ვიმედოვნებთ, კრიზისი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად გადაიჭრება'', – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. ხმის მიცემა პოლიციასთან შეჯახებების ფონზე მიმდინარეობდა. სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნების ბლოკადა მოახერხეს, თუმცა კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონიმ ხმის მიცემა მაინც მოახერხა. საბოლოოდ პოლიციამ რეზინის ტყვიების სროლა დაიწყო, რის შედეგადაც, ბოლს გავრცელებული მონაცემების მიხედვით 893 ადამიანი დაშავდა. ამავდროულად, ბარსელონაში პოლიციამ სამი დაღუპულის შესახებაც განაცხადა.

კატალონიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ესპანეთისგან დამოუკიდებლობას ხმა ამომრჩეველთა 90%-მა მისცა. შედეგების გაგზავნას პარლამენტში უახლოესი დღეების განმავლობაში აპირებენ. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს. გარდა ამისა, 2 ოქტომბერს ევროკომისიამ, კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი უკანონოდ სცნო.

Comments
Loading...