- Advertisement -

გიორგი კვირიკაშვილი: 5 წლის წინ 3 სატელევიზო არხი გვქონდა და ახლა გვაქვს – 13

360

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და EPRC-ის საერთაშორისო კონფერენციაში – “A World in Flux: The Future of Democracy, Europe and the Middle East”. კონფერენციაზე მან საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრა.

"5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ერთ ნარატივს იმეორებდა, ამჟამად გვაქვს – 13 არხი, რომელიც მთელს საქართველოში მაუწყებლობს, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა,

"პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებლად უნდა შედარდეს ის, თუ რა გვაქვს ახლა და რა გვქონდა წარსულში. 5 წლის წინ გვქონდა 3 სატელევიზიო არხი, რომელიც მთელ ქვეყანას ფარავდა და ერთ – ცენტრალური ხელისუფლების მიერ სრულად კონტროლირებად ნარატივს იმეორებდა. ამჟამად, ჩვენ ორჯერ, სამჯერ მეტი – ჩვენი მონაცემებით, 13 არხი გვაქვს, რომელიც მთელს საქართველოს ფარავს. გარდა ამისა, მოქმედებს 60-ზე მეტი ადგილობრივი არხი. 5 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, ეს უდიდესი ნახტომია. გარდა ამისა, ავამოქმედეთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტი, გვაქვს სიხშირეების დიდი რაოდენობა; გარდა ამისა, გავმართეთ და დავაჩქარეთ ახალი არხებისათვის ავტორიზაციის მინიჭების პროცესი. მაუწყებლობის ნებართვის მისაღებად სულ რაღაც 10 კალენდარული დღეა საჭირო. პროცესი ძალიან მოწესრიგებულია.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს, როგორც მოგეხსენებათ, ყველასთვის შესამჩნევია, რომ ადგილი არ აქვს ინტერვენციას არხის საქმიანობის კუთხით; სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რასაც, რა თქმა უნდა, ყველა ვცემთ პატივს; შემდეგ მივიღეთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც, ჩვენი აზრით, ასევე პატივსაცემია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მას არ ვეთანხმებით.

არხი დღეს ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მუშაობის გაგრძელების საშუალება მიგვეცა არხისთვის მისი ანგარიშების დაყადაღების გარეშე. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რათა გვეჩვენებინა ხელისუფლების ნება, არ ჩაერიოს თავისუფალ მედიაგარემოში." – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...