- Advertisement -

გიორგი მანველიძის მორიგი საქველმოქმედო აქცია

10

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მანველიძე პერმანენტულად აწყობს საქველმოქმედო აქციებს.

დეპუტატი, კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ბათუმში მცხოვრებ ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და საკუთარი ხარჯებით შეძენილი პროდუქტი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვა საჭირო ნივთები მიუტანა.
✔ ოჯახები ამჯერადაც სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალთან თანამშრომლობის საფუძველზე შეირჩა. გიორგი მანველიძე, ქველმოქმედების მიზნით, ამ დღეებში კიდევ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს ეწვევა.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

Comments
Loading...