- Advertisement -

გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში მიემგზავრება

367

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში 1 საათში იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას "აიპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, სოფო ჯაჯანაშვილი ადასტურებს.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ბრძანებით ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ქართულ ჯარი ერთვება.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დააკმაყოფილა პრემიერმინისტრის მიმართვა ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინების” შესახებ და ბრძანება გამოსცა.

"საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის – საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის
ბრძანება N5 2017 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ

ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის შედეგად გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი პუნქტისა და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამხედრო ძალების შემდეგი ქვედანაყოფები და ტექნიკა:

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადა;

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა;

გ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა.

ეს ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

გიორგი მარგველაშვილი", – ნათქვამია გამოცემულ ბრძანებაში. 

Comments
Loading...