- Advertisement -

გიორგი მარგველაშვილი: გულის სიღრმემდე შემძრა ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ

366

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ.

სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯხის წევრებსა და ახლობლებს", – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

Comments
Loading...