- Advertisement -

გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუციაზე მუშაობა პოკერის თამაშივითაა

440

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან შეხვედრისას განაცხადა. მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო.

"ჯერ ჩაკეტილ კარს მიღმა მუშაობენ, მერე უცებ ხდება ამ კონსტიტუციის გამოტანა და ორი მოსმენით უცებ მიღება. ორი მოსმენით მე მგონი მოსეს არ მიუღია ათი მცნება. არა ორი მოსმენით მიიღო, პირველი იყო დაამტვრია და მერე მეორე მოსმენა იყო… მაგრამ ასე სწრაფად არ მომხდარა ეგ ამბავი. ეს პროცესი ამ ბოლო დროს პოკერის თამაშივით არის, ერთმანეთს უცხადებენ ხოლმე რაღაცებს. აი ჩვენ ვაცხადებთ, რომ ახლა საარჩევნო ისა… ისინი რას უპასუხებენ… ეს ყველაფერი მიდის ისე, რომ საზოგადოება არ არის ჩართული ამ ყველაფერში", – განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...