- Advertisement -

გიორგი მღებრიშვილი ბათუმის მოვლენებზე: ზუსტად გავთვალეთ დრო, როდის ჩავრეულიყავით

1,112

 

"ჩვენ ზუსტად გავთვალეთ დრო, როდის უნდა ჩავრეულიყავით ამ სიტუაციის განმუხტვაში და ზუსტად გავთვალეთ ის ძალა, რაც უნდა გამოგვეყენებინა", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში განვითრებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს.

მინისტრის შეფასებით, გარკვეულ ჯგუფებს სურდათ, რომ ბათუმში დაპირისპირება მომხდარიყო.

შესაბამისად, მღებრიშვილის თქმით, ეს კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო. 

"დეტალურად გავერკვევი ყველა ნიუანსში, ყველა იმ პრეტენზიაში, რომელიც მოდის ჩემი თანამშრომლების მისამართით. ასევე დავაანონსე, არ გამოვრიცხავ საკადრო ცვლილებებს, მაგრამ ამის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ვხედავ. ვისთანაც მე საუბარი მქონდა, ყველამ კატეგორიულად უარყო ქსენოფობიური განცხადებების თაობაზე.

ვფიქრობ, ეს არის კარგად დაგეგმილი პროვოკაცია. გარკვეულ ჯგუფებს სურდა, რომ მომხდარიყო დაპირისპირება", – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა "იმედის" ეთერში.

Comments
Loading...