"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ამ გადაწყვეტილებით 2 რამ დავკარგეთ. სასამართლოს დამოუკიდებლობის და ქვეყნის ფორმალურ-დემოკრატიულ კალაპოტში დარჩენის იმედი. დაიწყო ახალი ერა. მძიმე და საშიში",- წერს მშვენიერაძე.