- Advertisement -

გიორგი სიგუა: Gem Fest-ის ტერიტორიაზე ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა იკრძალება

581

Gem Fest – ის დამფუძნებლის გიორგი სიგუას განცხადებით, ტერიტორიაზე ყველა ნარკოტიკული საშუალების რეალიზება აკრძალულია. ამის შესახებ სიგუამ "აიპრესს" თემის კომენტირებისას განუცხადა.

"Gem Fest -ის ტერიტორიაზე ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა იკრძალება. ტყუილია ინფორმაცია, რომ თითქოს აქ რეალიზება ხდება. ჩვენ რა თქმა უნდა Gem fest-ის გახსნის დღიდან შესაბამის ორგანოებთან ერთად ვცდილობთ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით Gem Fest-ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე, სტუმართა სრული შემოწმება. ვინც კანონს დაარღვევს, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აუცილებლად იქნება პასუხისგებაში მიცემული,"- აღნიშნა გიორგი სიგუამ. 


ცნობისთვის, გუშინ Gem Fest-ის ტერიტორიიდან საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა. აღნიშნული ტერიტორიიდან საავადმყოფოში კიდევ რამდენიმე პირი გადაიყვანეს.

Comments
Loading...