- Advertisement -

გიორგი ტუღუში: ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ

1,027

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით. ე.წ. მოსმენების კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ. 

"ეს კანონი არის ერთი დიდი პრობლემა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ არანაირად ჩვენი პირადი სივრცე დაცული არ არის. ეს პრობლემა იდგა წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ იმის მაგივრად, რომ საკანონმდებლო დონეზე მაინც შეექმნა დაცვის გარანტიები, პირიქით მიიღო კანონი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლებები გაუფართოვა, შექმნა ახალი სააგენტო, რომელიც უშუალოდ დაუქვემდებარა ისევ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

ამით პირველ რიგში არ შესრულდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროპულ საქართველოს აქვს კონსულტაციები როგორც არასამტავრობო სექტორთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება თავად იმას, თუ რა გამოიწვია ამ კანონის მიღებამ, ფაქტიურად მოცემულობა დარჩა იგივე. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც სუს- ს მოუნდება ჩვენი მოსმენა და პირად სივრცეში შემოსვლა ამას განახორციელებს კონტროლის და შეზღუდვის გარეშე’’,- განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

Comments
Loading...