- Advertisement -

გიორგი ტუღუში: მიწის გასხვისებაზე კონსტიტუციური ჩანაწერი პოპულისტურია ნაბიჯია

438

"ეს იყო ერთ-ერთი პოპულისტური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ქართულ მიწას რეალურად ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

"ერთადერთი დატვირთვა იმას, რომ უცხოელებს ჰქონდეს გარკვეული უფლებები ამით თუ მიიღებ ეკონომიკურ ეფექტს. რატომ არ აძლევენ საპარლამენტო უმცირესობას ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც მიღებული აქვთ და მე რამდენადაც ვიცი, თავად კომისია არ ეწინააღმდეგება ამას. პირიქით, რეკომენდაციაც იყო მათი მხრიდან, რომ მიიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ვნახოთ რა ჩაწერეს. იქნებ და მოსწონთ იქ ყველაფერი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, იქ ესე არ არის. განსაკუთრებით საკითხი ეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემას, რომელიც როგორც მე ვიცი, გატარებულია ძალიან მკაცრ კრიტიკაში,’’ – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

Comments
Loading...