- Advertisement -

გიორგი ტყემალაძე: ერთობლივი მუშაობით ნამდვილად ვიცხოვრებთ სიცოცხლით სავსე ქალაქში

347

დღეს მე-6 მოწვევის დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

გიორგი ტყემალაძემ სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა.

„მინდა მივულოცო კახი კალაძეს თბილისის მერად არჩევა. მისი წარმატების შესახებ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, თბილისის მერის პოზიციაზე, კიდევ უფრო წარმატებული იქნება. ჩვენი ერთობლივი მუშაობით კი ნამდვილად ვიცხოვრებთ სიცოცხლით სავსე ქალაქში“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

Comments
Loading...