- Advertisement -

გიორგი ჩოგოვაძე: არა ნარკოტიკს! არა ნარკოტიკის პროპაგანდას!

694

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ნარკოტიკების პროპაგანდა და იმის, რაც ახალისებს და შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში. ამის შესახებ ის facebook-ის გვერდზე წერს.
"ამ დილით ჩემს შვილთან საუბარმა მიბიძგა, რომ ვთქვა:

1. არა ნარკოტიკს! იმის მიუხედავად, როგორ "შევამსუბუქებთ" ყველანაირი ნარკოტიკი (საკლუბო, მსუბუქი, და ა.შ.) არის ნარკოტიკი და შესაბამისად, დამაზიანებელი/დამყუპველი!

2. არა ნარკოტიკის პროპაგანდას! დაუშვებელია ნებისმიერი პირდაპირი, თუ ირიბი ფორმით პროპაგანდა ნარკოტიკებისა და ყველაფერი იმის, რაც ახალისებს და შესაბამისად, ზრდის ნარკოტიკების მოხმარებას საქართველოში.

3. გულითადი თხოვნა ჩემს დებთან და ძმებთან: როდესაც ვინმეს მოუყვებით "მსუბუქი" ნარკოტიკების ქვეშ როგორი" სასწაული" დრო ატარეთ ბერლინის თუ თბილისის კლუბებში, მიმოიხედეთ ვინმე ახალგაზრდა, ან ბავშვი ხომ არ გისმენთ და გიყურებთ?",-წერს ჩოგოვაძე.

Comments
Loading...