- Advertisement -

გიორგი ჩოგოვაძე: მადლობა, ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა და სიყვარული

462

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მითვის ძალიან დიდი ბედნიერება ადამიანების ის მხარდაჭერა, რაც ამ დღეებში მიიღო.

"მადლობა,

ზრდასრულ ასაკში დღევანდელმა დღემ კიდევ ერათხელ მასწავლა და დამანახა მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენთვის ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ურთიერსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და გვერდით დგომა.

დღეს ჩემთვის გამორჩეული და დაუვიწყარი დღე იყო, რაც თქვენი დამსახურებაა და სწორედ ამიტომ თავს უფლებას ვაძლევ, რომ ყოველგვარი კორექტულობისა თუ პოლიტქორექტულობის გარეშე გაგიზიაროთ ჩემი სენტიმენტები, გითხრათ რომ ბედნიერი ვარ, რომ ამდენმა ადამიანმა, ნაცნობმა თუ უცნობმა, მეგობარმა თუ კოლეგამ, უფროსმა და უმცროსმა გამოხატა მხარდაჭერა და სიყვარული!

მადლობა.

P.s. დღეს ჩემი ქალიშვილი კატო ჩოგოვაძე 12 წლის გახდა და მას ვუსურვებ გაიზარდოს ადამიანი, ჭეშმარიტი ფასეულობებით!" – წერს გიორგი ჩოგოვაძე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გიორგი ჩოგოვაძემ "ჯემფესტთან" დაკავშირებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა.

Comments
Loading...