- Advertisement -

“გირჩის” რელიგიური ორგანიზაცია თავისი მღვდელმსახურებისთვის გასაბერი ეკლესიის შეძენას გეგმავს

631

გირჩის დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" გეგმავს გასაბერი ეკლესია შეიძინოს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"ხელისუფლება ცდილობს ბიბლიურ თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.

ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს.
რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანებიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.
SWOT ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა შევიძინოთ გასაბერი ეკლესია.
პროექტის ღირებულება შეადგენს $3000
შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად",-აღნიშნულია "ბიბლიური თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

Comments
Loading...