- Advertisement -

”გირჩი”: ”ჯემფესტის” ტრაგიკული შემთხვევა ადასტურებს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა დანაშაულია

489

 

გუშინწინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით ''გირჩმა'' განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი სწორედ არსებული ნარკოპოლიტიკაა.

''ბოლო ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან აკრძალვა და მკაცრი ნარკოპოლიტიკა არის დანაშაულებრივი შეცდომა, რომელიც ვერ იცავს და პირიქით რისკის ქვეშ აყენებს მოქალაქეების სიცოცხლეს

მხოლოდ აკრძალვების და გაუმართლებლად დრაკონული პოლიტიკის შედეგია ის, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ადგილი ჰქონდა გაურკვეველი შემადგენლობის და წარმომავლობის ნარკოტიკის არალეგალურად გაყიდვას და მათ მოხმარებას არაინფორმირებული მოქალაქეების მიერ. როცა ლეგალური გზებით კონვენციური ნარკოტიკი მიუწვდომელია, ბუნებრივია, რომ ხდება არალეგალური გზებით გაურკვეველი ნივთიერებების მოხმარება.

არასწორი ნარკოპოლიტიკა და აკრძალვები ქმნიან ყველაზე ნოყიერ ნიადაგს ნარკოტიკების არალეგალური ვაჭრობისთვის, სახელმწიფოს მხრიდან სამართლის სელექციურად აღსრულებისთვის, იატაკქვეშეთში კუსტარული ნარკომეწარმეობისთვის. ჩვენ როგორც საზოგადოება არამარტო ვკარგავთ შემოსავლებს, არამედ ვკარგავთ ადამიანებს და ადამიანის სიცოცხლეს'', – ნათქვამია ''გირჩის'' განცხადებაში.

Comments
Loading...