- Advertisement -

გოგიჩაიშვილი: ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” ისტორიას ჩააბარა

441

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას ჩააბარა და სწორედ ამის გამოა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ივანიშვილია მთავარი შეტევის ობიექტი.

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას ჩააბარა. რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოდიოდა პოლიტიკაში, მას შემდეგ დაიწყო ამ პარტიის დემონტაჟი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ მათი მთავარი შეტევის ობიექტი არის ბიძინა ივანიშვილი და მათ მეტი არავინ აინტერესებთ",- აღნიშნა გოგიჩაიშვილმა "იმედის" ეთერში.

რაც შეეხება გასულ კვირას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისის მერიასთან გამართულ აქციას, გოგიჩაიშვილის შეფასებით, ეს იყო პროვოკაცია.

"რაც შეეხება პროვოკაციას, მათ უნდოდათ იმის მოხდენა, რცა მოახდინეს. მათ ეს პროვოკაცია სისხლში აქვთ გამჯდარი. თუ ვინემს უნდოდა ქალაქის მერთან შეხვედრა, შეეძლო ეს გაეკეთებინა, მაგრამ არა ქუჩის გადაკეტვით",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

Comments
Loading...